ორი ავსტრალიელი ტურისტი სამოგზაუროდ მანქანით წავიდა და ნავიგატორის შეცდომის გამო ტყეში დაიკარგა. Daily Mail-ის ინფორმაციით, დაკარგულებს ერთი კვირა ეძებდნენ.
ფილიპ მაიერი და მარსელ შენე კვინსლენდის ჩრდილოეთ ნაწილში მიდიოდნენ. Google-ის რუკა მათ გრუნტიან გზაზე სიარულს ურჩევდა, თუმცა დაახლოებით 60 კილომეტრის გავლის შემდეგ მანქანა ტალახში გაიჭედა. ახლო-მახლო არავინ იყო, ამიტომ კაცებმა დახმარების მოსაძებნად წასვლა ფეხით გადაწყვიტეს.

დაკარგულები მალე მდინარეს გადააწყდნენ და უშედეგოდ სცადეს მასზე გადასვლა. საბოლოოდ, ღამის გათენება იქვე მოუწიათ. ამის შემდეგ ისინი ტყეში დაიკარგნენ და ერთი კვირა დასჭირდათ რათა უახლოეს სოფლამდე მიეღწიეთ და დახმარება ეთხოვათ.

ადგილობრივი რეინჯერების თქმით, ტურისტები სასწაულებრივად გადარჩნენ. მათ ავტომობილის გამოყვანაში დაეხმარნენ და სამომავლოდ მხოლოდ ოფიციალური რუკების გამოყენება ურჩიეს.