ტურისტებმა ფლორენციაში 460 წლის ღირსშესანიშნაობა საფეხბურთო გრაფიტით მოხატეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა დარიო ნარდელამ აცნობა.
საუბარია ვაზარის დერეფანზე. გადახურულ გალერეაზე, რომელიც არქიტექტორ და ფერმწერ ჯორჯო ვაზარის ეკუთვნის (1565 წელსაა დაპროექტირებული). შვიდ თაღზე გაჩნდა წარწერა DKS 1860, რომელიც გერმანულ „მიუნხენ 1860“-ს ეკუთვნის.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვანდალიზმში დამნაშავე ორი ახალგაზრდა გერმანელი ტურისტი იყო. მათ კამერებით მიაგნეს და სახლში რომ დაადგნენ, იქ საღებავებიც აღმოაჩინეს.
კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღირსშესანიშნაობის აღდგენა 10 ათასი ევრო დაჯდება.