LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს ევროპაში ძლიერი წვიმების და ანომალიურად მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებენ

105
Capture

ტურისტებს მოუწოდეს, რომ ევროპის ქვეყნების მონახულებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ – რეგიონს ერთდროულად ძლიერი წვიმები და ანომალიური სიცხეები დაატყდება თავს. სიახლის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

ესპანეთსა და იტალიაში ივლისის დასაწყისი ზედმეტად ცხელი იქნება.
საბერძნეთში კი ამ დროისთვის უკვე მძვინვარებს ტყის ხანძრები.

უკვე დაფიქსირდა ფატალური შემთხვევაც: მალიორკაზე ერთ-ერთმა ტურისტმა სიცხისგან მიღებული სითბური შოკის გადატანა ვერ შეძლო. უახლოეს დღეებში კი ტემპერატურა შესაძლოა 46 გრადუსამდე ავიდეს, აფრიკიდან მომავალი ცხელი ჰავის გამო.

ამავდროულად, საფრანგეთში და გერმანიაში ამინდის მდგომარეობა საპირისპიროა: რეგიონებში გადაუღებელი წვიმები, სეტყვა და წყალდიდობები ფიქსირდება — უკვე გარდაიცვალა სამი ადამიანი.

შარშან მსგავსი სიცხეები იყო საბერძნეთშიც: ტყის ხანძრების რისკიც ძალიან იყო გაზრდილი. მაშინ ქვეყნის მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობა — აკროპოლისი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები