LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტის კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო იქნება, ორჯერადად აცრილ ადამიანს ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება

164
turistebi

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ „ახალი დადგენილების თანახმად, თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც დასჭირდება ­ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა“.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებითი განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს.

„შემოსული ტურისტებისთვის, აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი.

მას საზღვარზე მიეცემა ჩამონათვალი ლაბორატორიების, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50-მდეა, სადაც მათ შეუძლიათ ჩაიტარონ PCR ტესტი, ისე რომ, ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ტურისტი საქართველოში ყოფნისას დაინფიცირდება, მას მკურნალობის ხარჯები სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში უნდა აუნაზღაურდეს, რომელშიც იქნება ჩადებული კოვიდდაზღვევის კომპონენტიც.

გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი – გამყრელიძის განმარტება

„ყველა ტურისტულმა კომპანიამ თავისი პარტნიორები უნდა გააფრთხილოს, რომ ტურისტები იყვნენ შესაბამისად დაზღვეულები, სადაც დაზღვევის ბარათში იქნება კოვიდდაზღვევის კომპონენტიც ანუ თუ დასჭირდა ადამიანს შემდგომ საქართველოში მკურნალობა შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აუნაზღაუროს ეს მკურნალობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში, კანონმდებლობაში და ვფიქრობ, რომ ეს დროულად იქნება მიღებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g