ტურისტმა კარლის ხიდზე განთავსებული ერთ-ერთი სკულპტურა დააზიანა. მამაკაცმა, რომელიც წარმომავლობით არაბია, წმინდა ფრანცისკოს ძეგლზე მშობლიურ ენაზე შესრულებული წარწერა დატოვა. სწორედ ამიტომ, მას სასამართლომ 3 წლიანი დეპორტაცია მიუსაჯა. გარდა ამისა, ვანდალს დამატებით 15 ათასი კრონის გადახდაც მოუწევს, რაც მომავალში სკულპტურის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა, რადგან არაბი დანაშაულის ადგილზევე აიყვანეს. ის სხვა ორმა ტურისტმა შეამჩნია და მაშინვე პოლიციას მიმართა.