LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა საბერძნეთს 60 წლის წინ მოპარული სვეტი დაუბრუნა

108
parthenon-acropolis-athens-great

გერმანიის მოქალაქემ საბერძნეთს დაუბრუნა არტეფაქტი, რომელიც მან 60 წლის წინ მოიპარა. New York post-ის ინფორმაციით, საუბარია სვეტის ნაწილზე, რომელიც მოგზაურმა ძეგლს მოხსნა.

უცნობია, თუ როგორ შეძლო ტურისტმა კაპიტელის შეუმჩნევლად წაღება. საბერძნეთში მიაჩნიათ, რომ გერმანელი ქალი წინასწარ ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის.
საბერძნეთის პოლიციამ ქალის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა, პირიქით – მის გადაწყვეტილებას, რომ თავად აღიარებდა ჩადენილს და არტეფაქტს დააბრუნებდა, „გამბედავი“ უწოდა.

სვეტის კაპიტელის დაბრუნება მიუნსტერის უნივერსიტეტის დახმარებით მოხერხდა. ეს სასწავლებელი ცნობილია სამართლიანობის სფეროში თავისი საქმიანობით: მისი დახმარებით გერმანელი ტურისტების მიერ წაღებული არტეფაქტები ბოლოს საკუთარ სამშობლოში ბრუნდება. 2019 წელს მიუნსტერის უნივერსიტეტმა დააბრუნა ორყელიანი ღვინის თასი, რომელიც ათენის პირველი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ეკუთვნოდა. 2024 წელს კი – რომაული ეპოქის მარმარილოს თავი, რომელიც სალონიკის სასაფლაოდან იყო წაღებული.

საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ გერმანელი ტურისტის საქციელს „განსაკუთრებით მისაბაძი“ უწოდა:
„ეს მოვლენა ამტკიცებს, რომ კულტურა და ისტორია საზღვრებს არ იცნობს – აქ მთავარი თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემაა,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მიუნსტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმის კურატორმა ტორბენ შრაიბერმა კი აღნიშნა:

„არასოდეს არის გვიან, რომ მოიქცე სწორად, მორალურად და სამართლიანად.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები