LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ადგილები 360 გრადუსიანი ხედით – მალე ვირტუალური რეალობის აპლიკაცია შეიქმნება

434
tbilisi

თბილისის მერია ტურისტული ობიექტების ვირტუალური რეალობის აპლიკაციას ქმნის. საუბარია 360-გრადუსიანი ხედვის 22 აუდიო/ვიდეო რგოლის, მათ შორის დრონით გადაღებული ორი ვიდეოს დამზადებაზე.

აპლიკაციაში არაერთი ტურისტული ობიექტი იქნება: ნარიყალა, ძველი თბილისის საბაგირო, ბამბის რიგის ტერიტორია, აბანოთუბანი, ლეღვთახევის ჩანჩქერი, ბოტანიკური ბაღი, გაბრიაძის თეატრი და მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, რიყის პარკი, რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი, მეტეხის ეკლესია, მეტეხის კლდე, ახალი თბილისი – „ახალი აღმაშენებელი“, სამების ტაძარი, ქუჩის მხატვრობა „ფაბრიკაში“ და უზნაძის ქუჩის მიმდებარედ, ზურაბ წერეთლის მონუმენტი – Chronicles of Georgia, ლისის ტბის ტერიტორია, თბილისური ეზოები, ორბელიანის მოედანი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და თბილისის ფუნიკულიორი.

მერიამ აპლიკაციის შექმნაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 550 ლარია.

magti 5g