LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული ფესტივალი გურიაში: ბაზიერები, ცხენებით ჯირითი და ტრადიციული სიმღერები

59

ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გურიის ტურისტული ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია.

ყველა მუნიციპალიტში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. დამთვალიერებლებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითათ ცხენებით, ეხილათ ბაზიერები, საჩუქრად მიეღოთ გურიის ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი გურული სიმღერები.

ფესტივალი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში გაიმართა. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები