LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებელს 2-4 წელიწადში დაუბრუნდება

77
Global-tourism-will-take-3-5-years-to-recover-Euromonitor

2020 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის უმძიმესი იყო. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საერთაშორისო ტურიზმის სექტორის მოგება 74%-ით შემცირდა, ხოლო ზარალმა 2020 წელს $1,3 ტრილიონი შეადგინა, რაც 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს დარგის დანაკარგებს 11-ჯერ აღემატება. ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.

ამავე კვლევის მიხედვით, კრიზისის შედეგად, საშუალო და მცირე ბიზნესს 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეუმცირდა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებელს 2-4 წელიწადში დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g