LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

77
2020-08-20-13-222020-08-20-13-1620200821-Por-que-la-crisis-del-turismo-está-afectando-a-las-mujeres

CENN, პროექტის „ციფრული კავკასია” ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორში დასაქმებული ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, CENN აღნიშნულ კონკურსს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალი-სთან პარტნიორობით აცხადებს.

მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შეუძლიათ შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

ნომინაციაში “საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი” გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც CENN გადასცემს ფულად პრიზებს 400$, 300$ და 200$-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანია Arealy • არეალი გამოავლენს თავის რჩეულ განთავსების ობიექტს, რომელსაც გადასცემს მომსახურების 6-თვიან პაკეტს, რომელშიც ადმინისტრაციული და ჯავშნების მართვის მოდული და ვებ-გვერდის შექმნა (6 თვიანი უფასო მომსახურებით) შედის.

ნომინაციაში “საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი” გამარჯვებულ ობიექტს Mytravel გადასცემს საპრომოციო პაკეტს, რომელშიც შევა ობიექტის ფოტო-ვიდეო და დრონით გადაღება, მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებში და გამარჯვებულ ობიექტში ორ დღიანი განთავსების გათამაშება, რომლის დაფინანსებასაც Mytravel უზრუნველყოფს.

ნომინაციაში “საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება” გამარჯვებულ ბიზნესს Georgian Travel Guide დაეხმარება ტურისტული პროდუქტის მარკეტინგულ შეფუთვასა და ციფრულ არხებში განთავსებაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2021 წლის 20 აგვისტომდე: https://forms.gle/MGLcSMA3a3xBcytm6

ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g