LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ

72
249206394-4528433110579646-5943280983110495171-n

ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა მიიჩნევს, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა.

„ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპის კონტინენტზე საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, შედის ევროპული სახელმწიფოების სამეულში, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ.

„პროგნოზის ავტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2021 წლისთვის 7,7% იქნება. ამასთან, სავალუტო ფონდი, ტრადიციულად, ყველაზე კონსერვატიულ პროგნოზს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება ორნიშნა და ამას ემყარება ჩვენი რწმენა იმისა, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს ტურიზმის სექტორზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ტურიზმის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. „ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 51 პროცენტი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორში პოზიტიური ტენდენციებია და მალე დარგი პანდემიამდელ დონეს მიაღწევს,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g