თურქეთი თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციას ახორციელებს.
ამ წუთებში სამხედრო თვითმფრინავი ანკარისკენ მიემართება.
“ქართულ სივრცეში რომ პანიკაა, ეგეთი ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც არ ხდება”
როგორც თურქული მედია იუწყება, მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია. თითოეული მათგანი თვითმფრინავში ასვლამდე დეტალურად შემოწმდა. ბორტზე მყოფი ადამიანები, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.
ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ უხანში მყოფი მოქალაქეებიდან, ტრანსპორტირებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა.
„ამ დროისთვის, უხანში დარჩენილია ოთხი მოქალაქე. ერთს ურჩევნია უხანში იყოს და იქ გაატაროს კარანტინის პერიოდი, ერთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს ღამე, სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
“თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ” – ჯანდაცვის მინისტრი