LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთიდან შემოტანილი წამლები უკვე ხელმისაწვდომია აფთიაქებში და ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასები 60-დან 80 პროცენტით არის შემცირებული: ირაკლი ღარიბაშვილი

348
წამალი მედიკამენტი

თურქეთიდან მედიკამენტები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების წამალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით.

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ JMP-ის სტანდარტის წამლები შემოვიდოდა.

წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი. ყველაზე მოთხოვნადი წამალი.დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამალი რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც ძალიან გვახარებს.” – განაცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადაუხადა პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

“ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის რეგისტრაციისთვის სამინისტროში განაცხადია შეტანილი, რათა დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი უფრო იაფიანი წამლის შესაძენად. რაც მთავარია, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს არის მიღწეული.

ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ადგილზე წარმოებული და შემოტანილი წამალი იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

magti 5g