თურქეთის ავიაციის ფლაგმანმა Turkish Airlines-მა ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის წინასწარი გაყიდვები განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყო.
2024 წლის 4 ივნისამდე ბილეთის შეძენის შემთხვევაში თურქეთის ავიახაზები მგზავრებს სპეციალურ ფასებს სთავაზობს ფრენებზე 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 26 მარტის პერიოდში.
აქციის ფარგლებში ფასდაკლება მოქმედებს ავიაკომპანიის თითქმის ყველა მიმართულებაზე, კერძოდ, შემოთავაზებულია ევროპის სხვადასხვა მიმართულება – 500 ლარიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულება – 1300 ლარიდან, აზიისა და აფრიკის მიმართულებები კი – 730 ლარიდან.
(R)