LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ხანძრის გამო ევაკუირებულია 16,603 ადამიანი

187
Overview of wildfires near Oymapinar, Turkey July 29, 2021. Picture taken July 29, 2021. Satellite image copyright 2021 Maxar Technologies/Handout via REUTERS THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. MANDATORY CREDIT. NO RESALES. NO ARCHIVES. MUST NOT OBSCURE LOGO.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუირებულია 16,603 ადამიანი.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეოს მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურქეთმა წარმატებით ჩააქრო სულ 167 ხანძარი.

ქვეყნის სატყეო სამმართველოს ცნობით, 98 სოფელში გაჩენილ ხანძარს აქრობდა 16 მეხანძრე – მაშველი თვითმფრინავით, ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი, 51 ვერტმფრენი, ერთი უპილოტო შვეულმფრენი, 850 მეხანძრე – სატვირთო მანქანა და წყლის ტანკერი, 150 სამშენებლო მანქანა, და 5,250 პერსონალი.

“ტყის ხანძარი გაჩნდა თურქეთის 81 პროვინციიდან 33 -ში, ძალისხმევა გრძელდება დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში: ადანა , ანტალია, აიდინი, დენიზლი, ჰატაი, ისფართა და მუღლა” ,- დაწერა ბექირ პაკდემირლიმ Twitter- ზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები