LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 67 წლის ქალი ნანგრევებიდან 185 საათის შემდეგ ამოიყვანეს

189
BeFunky-collage - 2023-02-14T004248.149

თურქეთში ჰათაის პროვინციაში, 67 წლის ქალი ნანგრევებიდან 185 საათის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, ნანგრევებში სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენის შემდეგ, მაშველებს რამდენიმე საათიანი მუშაობა მოუწიათ, რომ 67 წლის ქალი ამოეყვანათ.

განახლებული მონაცემებით, დღეს მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა, ჯამში, 36 000-ს გადააჭარბა. 

ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში 31 643-ია, სირიაში კი 4 614.

დღეს მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ცოტა ხნის წინ, ჰათაიში, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ქალიც ამოიყვანეს.

ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მას შემდეგ ძლიერი მიწისძვრა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. 

ბოლო ცნობებით, 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უკვე საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.

ვიდეო: „საქართველოდან ჩაყვანილი მაშველი ძაღლი კანკალებდა…იქ მცხოვრებელმა ბოლო ლუკმა მოუტანა ამ ძაღლს, ცრემლები წამომივიდა” – „რუსთავი 2-ის” მძღოლი ემოციურ ისტორიას იხსენებს

მიწისძვრიდან 178 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 4 წლის გოგონა გადაარჩინეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

მიწისძვრების შედეგად თურქეთის ზარალმა 84 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g