LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველოდან ჩაყვანილი მაშველი ძაღლი კანკალებდა…იქ მცხოვრებელმა ბოლო ლუკმა მოუტანა ამ ძაღლს, ცრემლები წამომივიდა” – „რუსთავი 2-ის” მძღოლი ემოციურ ისტორიას იხსენებს

535
BeFunky-collage - 2023-02-13T212946.430

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” მძღოლი, დავით გვეტენაძე თურქეთის მიწისძვრაზე ემოციურ მომენტს იხსენებს.

„როცა ჩვენი რეპორტაჟის დროს საქართველოდან ჩაყვანილმა მაშველმა ძაღლმა ნანგრევებში დაზარალებული აღმოაჩინა, ძაღლი კანკალებდა… იქ მცხოვრებელმა ბოლო ლუკმა მოუტანა ამ ძაღლს. ცრემლები წამომივიდა”, – საუბრობს დავით გვეტენაძე.

განახლებული მონაცემებით, დღეს მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა, ჯამში, 36 000-ს გადააჭარბა. 

ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში 31 643-ია, სირიაში კი 4 614.

დღეს მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი კიდევ რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

ცოტა ხნის წინ, ჰათაიში, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ქალიც ამოიყვანეს.

ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მას შემდეგ ძლიერი მიწისძვრა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. 

ბოლო ცნობებით, 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უკვე საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.

მიწისძვრიდან 178 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 4 წლის გოგონა გადაარჩინეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

მიწისძვრების შედეგად თურქეთის ზარალმა 84 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები