LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ცხოვრების ახალი გადასახადი ამოქმედდა

173
tax

თურქეთში იანვრის დასაწყისიდან ძალაში შევიდა 2%-იანი „ცხოვრების ახალი გადასახადი“, რომლის გადახდაც ყველა სასტუმროს თუ ჰოსტელს მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ak&m ავრცელებს.

თუმცა, ახალი გადასახადის გადახდის არც ერთი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.

საქმე ისაა, რომ კანონის ამოქმედების მიუხედავად არც სასტუმროებმა და არც ტუროპერატორებმა არ იციან თუ როგორ უნდა დააკისრონ ვიზიტორებს ეს გადასახადი.

ახსნა-განმარტების გაკეთებას არ ჩქარობს ქვეყნის ხელისუფლებაც.

სავარაუდოდ, ეს თანხა ტურის საერთო ღირებულებას დაემატება და ტურისტებს საბოლოო საფასურს წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები