LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მაგიდის ფეხბურთზე აკრძალვა მოხსნეს

28

თურქეთში მაგიდის ფეხბურთზე აკრძალვა მოიხსნა, რომელიც 48 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

აქამდე თურქეთის მოქალაქეს უწყინარი გართობისთვის ხუთი წლით ვირის აბანოში ყურყუტი ემუქრებოდა.

საბაჟოსა და ვაჭრობის სამინისტრომ აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხსნა და თამაში სპორტის აკრძალული სახეობების სიიდან ამოშალა.
სასამართლომ დაადგინა, რომ თამაში დაფუძნებულია ფიზიკურ ჩვევებზე და უარყოფითად არ მოქმედებს მუშაობაზე და ოჯახზე, ასევე აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას. მანამდე კი მაგიდის ფეხბურთი აზარტულ თამაშად მიიჩნეოდა.

პინბოლი და რულეტზე თამაში დღემდე რჩება აკრძალვის ქვეშ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ შესაძლოა ამ საკითხსაც გადახედონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები