LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მხოლოდ ქალბატონთათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა

87

თურქეთში მხოლოდ ქალბატონთათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა. იდეის ავტორი ქალაქ მალათიას ხელმძღვანელობა გახდა. მანდილოსანთა ტროლეიბუსები ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ. ტრანსპორტი ვარდისფერ ფერშია შეღებილი და თან გვირილების ფოტოები ამშვენებს, მისი მძღოლები კი ბუნებრივია, ასევე ქალბატონები არიან.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ სიახლე თავად ქალბატონთა მოთხოვნას მიაწერა. ისინი ფიქრობენ, რომ განსხვავებულ ტრანსპორტში სუსტი სქესის წარმომადგენლები თავს ბევრად უფრო დაცულად იგრძნობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები