LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უსახლკარო ცხოველებს ტურისტების ხარჯზე

41
18349_otel-atik-yemeklerinden-sokak-hayvanlari-icin-mama-projesi_0

თურქეთში, კერძოდ კი ალანიაში გადაწყვიტეს, რომ ცხოველები ტურისტების მიერ დატოვებული ნარჩენებით გამოკვებონ. ამის შესახებ ინფორმაციას Turizm Today ავრცელებს.

ალანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კურორტზე არსებული 650-ზე მეტი სერტიფიცირებული ტურისტული ობიექტი და ძლიერი ეკონომიკა უპატრონო ცხოველებისთვის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

თუკი მოსახლეობა ამ ინიციატივას მოიწონებს, აშენდება სპეციალური დაწესებულება, სადაც დატოვებულ ნარჩენებს გადაამუშავებენ და ცხოველებისთვის ვარგის საკვებს დაამზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები