თურქეთის სამხრეთში მომხდარი ორი ახალი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა” ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სამ ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ, 6,3 და 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სტიქიას 39 672 ადამიანი ემსხვერპლა და განადგურდა 264 000-ზე მეტი შენობა, სირიაში კი 5 800 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ვიდეო: მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ თურქეთში ნანგრევებიდან 13 წლის ბიჭი ამოიყვანეს
თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ვიდეო: მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს