LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თურქი გულშემატკივრები უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით” – თორნიკე შენგელია საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

144
ტოკ

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს კაპიტანი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც შენგელია წერს, პროვოკაციაზე მათი რეაგირება იყო ბუნებრივი.

თორნიკე შენგელია ასევე აღნიშნავს, რომ თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში.

ფედერაცია გამოხატავს აღშფოთებას თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო – რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

“გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.

როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად , მით უმეტეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად.

თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით,” – წერს თორნიკე შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები