LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული მხარის ინფორმაციით, დღეს ერდოღანი ზელენსკისა და პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

166
hjlk

თურქული მხარის ინფორმაციით, დღეს, 4 იანვარს რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. 

დღევანდელი სატელეფონო საუბრის საკითხი ოფიციალურად არ ვრცელდება.

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი იბრაჰიმ კალინი არ აკონკრეტებს რა თემებზე აპირებს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს.

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა, მაშინ ლიდერებმა მარცვლეულის კრიზისზე ისაუბრეს.

იმავე დღეს შედგა ბოლო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორის.

მხარეებმა “სხვადასხვა სფეროში გაფართოებადი ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები” განიხილეს და თურქეთში რეგიონული გაზის ჰაბის შექმნის იდეაზე მოსაზრებები გაცვალეს.

 

mazda magti 5g