LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში მერიის წარმომადგენლებმა დაცული ტერიტორიების თემთან კომუნიკაციის გეგმა განიხილეს

276
თუშ

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თუშეთის ეროვნული პარკის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა თუშეთის დაცული ტერიტორიების თემთან კომუნიკაციის გეგმა განიხილეს. დღის ბოლოს კი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ახალი საგანმანათლებლო ბილიკი დაათვალიერეს.

დოკუმენტი თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მომზადდა.

როგორც გეგმის ავტორები აცხადებენ, კომუნიკაცია მნიშვნელოვანი საშუალებაა თუშეთის დაცული ტერიტორიების სისტემის მენეჯმენტისა და კონსერვაციის მხარდაჭერის გაზრდისთვის. იგი ეხმარება ადგილობრივ თემს, პასუხისმგებელ პირებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობის უკეთესად გარკვევაში და მენეჯმენტის გუნდებს აძლევს ადგილობრივი თემის საჭიროებებში გარკვევისა და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მათი მომავალი გეგმების განსაზღვრის საშუალებას.

კომუნიკაციის სტრატეგია ადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების  და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციების მიერ კომუნიკაციის კუთხით განსახორციელებელი ქმედებების პროგრამას, რაც ასევე ორივე ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის განხორციელებისთვის იქნება მეტად მნიშვნელოვანი.

დოკუმენტი ეფუძნება 2010 წელს „ფლორა და ფაუნა ინტერნაიშენალის“ ხელშეწყობით შემუშავებულ თუშეთის დაცული ტერიტორიების თემთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტს.

კომუნიკაციის გეგმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების  და არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად შემუშავდა.

 

magti 5g