“ტვ პირველის” ჟურნალისტ ვიკა ბუკია,სოციალურ ქსელ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს,სადაც აცხადებს,რომ თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს.
უცვლელად გთავაზობთ ვიკას პოსტს:
მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.
წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.
მადლობა ყველას”
ცნობისთვის,დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.