16 წლის უკრაინელი გოგო, რომელიც ოკუპანტების ძალადობის მსხვერპლი გახდა, სატელევიზიო სიუჟეტში დეტალებს იხსენებს. გოგონას თქმით, მოძალადე მას გუდავდა და მასთან ერთად, ბებიასაც ემუქრებოდა.
როგორც გოგონა ამბობს, მოძალადის სახე ახსოვს და მისი მოკვლა სურდა.
„ყელში მიჭერდა და მეუბნებოდა, თუ იყვირებ, კისერს მოგიგრეხო. თუ ნებით არ დამნებდები და იყვირებ, ბებიას და ძმას მოგიკლავო. ჩვენს სახლში რუსები 10 რიცხვში შემოვიდნენ, ოთახში შემაგდო და მითხრა „ჩუმად იყავი“. საწოლზე დამაგდო, ზემოდან დამაჯდა, მგუდავდა, ვყვიროდი, თვალებში დამიბნელდა, ვიგუდებოდი. როცა სუნთქვა აღარ შემეძლო, ჩემს გაგუდვას წყვეტდა. ბებიას დაემუქრა, რომ გვერდით ოთახში მჯდარიყო და არსად გასულიყო, რომ არაფერს მიზამდა. ბებია ხვდებოდა, რაც მოხდებოდა, ღამით მოვიდა და თავი მოაჩვენა, რომ ცუდად იყო, სპეციალურად ეცემოდა, ეს რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა. იარაღით მოდიოდა და შეეძლო თავში ჩაერტყა. ბევრჯერ მცემა. მისი სახე მახსოვს, ხმა, ყველაფერი. ყოველ ღამით მისი მოკვლა მინდოდა“, – ამბობს 16 წლის გოგონა.
რუსთავი 2-ის თარგმანი