ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ უკვე ბევრჯერ ვიხილეთ ბრედ პიტი ახალი გულის სწორის, ინეს დე რამონის გვერდით. ჯერ იყო „ვენეციის კინოფესტივალი“, რომლის წითელ ხალიჩაზეც წყვილის დებიუტი შედგა, შემდეგ კი წვეულებები, რომელზეც 60 წლის ბრედი 34 წლის ინეს დე რამონს პრაქტიკულად ყოველ საღამოს დაატარებდა.
ამჯერად წყვილი ნიუ-იორკში, პაემანზე მიმავალი გადაიღეს. ინესი „პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცს“ გვერდიდან არ შორდებოდა. აღსანიშნავია დე რამონის სტილისა და გარეგნობის ცვლილება, ის თვალსა და ხელს შუა დამშვენდა.
ამ დღეს ბრედი ყვითელ ორეულში იყო გამოწყობილი, ინესს კი კრემისფერი ორეული ამშვენებდა.
მკერდმოღეღილი „სტილის ხელმწიფე“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი წვეულებაზე მიმავალი გადაიღეს
ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ორმაგი პაემანი ვენეციაში – უახლესი ფოტოები
ბრედ პიტმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ შეყვარებული გამოაჩინა