LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის ახალი ეკონომ კლასი კლაუსტროფობიის მქონე ადამიანთა კოშმარს შეადარეს

69
Capture456

ჰამბურგში Aircraft Interiors Expo-ზე ეკონომ-კლასის სალონის ორსართულიანი სავარძლების პროტოტიპი წარადგინეს, რამაც ქსელში ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია. უჩვეულო დიზაინს ყურადღება New York Post-მა მიაქცია.

21 წლის დიზაინერს ალექსანდრო ნუნიეს ვისენტეს გაუჩნდა იდეა თუ როგორ გაენაწილებინა მგზავრები თვითმფრინავის სალონში ისე, რომ მაქსიმალურად მეტი სივრცე მოეგო. ეკონომ კლასში სავარძლები მან ორ სართულად, ჭადრაკის პრინციპით განალაგა. ასეთი მიდგომის დამსახურებით ქვემოთ მსხდომ მგზავრებს ფეხების დასაწყობად მეტი სივრცე გაუჩნდათ, თუმცა სამაგიეროდ ზედა სივრცე ჩაეკეტათ.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დიზაინერის ჩანაფიქრს „მორიგი კოშმარი“ და „კლაუსტროფობიით დაავადებულთა საშინელი სიზმარი“ უწოდეს. იდეამ კრიტიკა დაიმსახურა სპეციალისტებისგანაც, ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ მისი რეალიზების გადაწყვეტილებას არც ერთი ავიაკომპანია არ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები