LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის ურჩი მგზავრი დააჯარიმეს და მერე პოლიცია დაახვედრეს

114

ყაზახურმა ავიაკომპანიამ მგზავრი გადმოსაწევი მაგიდის გამო დააჯარიმა. შემთხვევა Air Astana-ს ბორტზე მოხდა და ის დაჯარიმებულმა მგზავრმა ოგუზ დონანმა დეტალურად გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ ლაინერი დასაჯდომად ემზადებოდა ,როცა ოგუზთან ბორტგამცილებელი მივიდა და გადმოსაწევი მაგიდის აწევა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა. ამასთან ერთად, ბორტის წევრი რუსულ ენაზე საუბრობდა მგზავრი კი მას ყაზახურად პასუხობდა. შედეგად ოგუზს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ხოლო, როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ურჩ მგზავრს მათ პოლიციაც დაახვედრეს და დაუმორჩილებლობისთვის ყველა ადამიანი ანალოგიურად დაისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები