თვითონაც უნდა, კუმ ფეხი გამოყოს პრინციპით, პენალტი დაარტყას , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
„თუმცა რაღაც სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ კაცზე მართლა არ შეიძლება. არის მცდელობა, რომ შეჰყოს თავი თუ ფეხი პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ესეც არ გამოდის“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა:
“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას. პირველი შთაბეჭდილება, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. პირველ რიგში, მე დავინახე სრულიად დასნეულებული. არ მინდა, ფატალური სიტყვები გამოვიყენო, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი, გორის ჰოსპიტალში რომ ვნახე, მაშინ მსგავსი არაფერი იყო, ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? ეს ძალიან შეცვლილია. არ შემიშვეს და არ უნდათ, რომ ვნახო”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ამავე თემაზე:
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი