LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი მეორე ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

238
261491101-1870752049775893-3079855566183895727-n

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველების მიერ ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი მეორე ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მისი გამოყვანის ღონისძიება მიმდინარეობს.

„შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ტყიბულში, სადაც ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა: ტყიბულის მერი

magti 5g