ანომალიური სიცხის გამო, პორტუგალიაში განგაშის მესამე დონე გამოცხადდა.
ტყის ხანძრების რისკის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია ამოქმედებული.
ტყის ხანძრების უკიდურესი რისკის შესახებ, პორტუგალიის მოქალაქეებს ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ.
როგორც BBC წერს, ქვეყანა საგანგაშო მდგომარეობაშია, მოსალოდნელია ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატება, უახლოეს დღეებში კი ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
ხელისუფლებამ ასევე შეზღუდა ტყეებში გადაადგილება და აკრძალა მანქანების გამოყენება რისკის თავიდან ასაცილებლად.
განგაშის მდგომარეობა კვირას ღამით ამოქმედდა და სამშაბათამდე გასტანს.
პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა მიმდინარე წელს უკვე გაანადგურეს ტერიტორიის 92 000 ჰექტარი.
დედაქალაქის სიახლოვეს ცეცხლის ბოლო კერების ჩაქრობა მეხანძრეებმა 20 აგვისტოს შეძლეს.
ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც. ვალენსიაში ხანძრის ჩაქრობას 35 თვითმფრინავით ცდილობენ.