ტყის სიგრილე, ცხენებით სეირნობა, მჟავე წყლები და ბორჯომის პარკი – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც დამსვენებლები ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ბორჯომსა და ლიკანში არჩევენ.
ბორჯომში ქართველ დამსვენებლებთან ერთად ტურისტები, ძირითადად, ბორჯომის პარკს და მჟავე წყლებს ეტანებიან. სამიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს კურორტი ლიკანი, სადაც, ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვებით საოჯახო სასტუმროებში ისვენებენ. ლიკანიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზეა მწვანე მონასტერი. ბორჯომის სიახლოვესაა სხვა ისტორიული ძეგლებიც.
რა პირობებს თავაზობენ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები სტუმრებს და რა ფასებში შევძლებთ ბორჯომსა და ლიკანში დასვენებას, სიუჟეტიდან შეიტყობთ.
თათია კაკიაშვილი