LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

212
2026-02-01_01-37-01_337257

უამინდობის გამო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g