გუშინ, უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება და აცხადებს, რომ უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ,“ – თქვა მან.
ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში დღეს, 10.00 საათიდან დაიწყება.