LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს” – პოდოლიაკი

157
მიხაილო პოდოლიაკი

პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი. თითქმის გაანადგურე პუტინი, დაამყარე კონტროლი ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მიაღწიე მოსკოვამდე… და უკან იხევ. იმის გამო, რომ ერთი კონკრეტული ბუნდოვანი რეპუტაციის მქონე შუამავალი (ლუკაშენკომ) დაგპირდა უსაფრთხოების გარანტიებს ადამიანისგან (პუტინისგან), ვინც დილით შენი განადგურება დაუკვეთა. და იმ შიშის გამო, რაც პუტინის ელიტამ გასულ 24 საათში გამოცადა, ეს განკარგულება აუცილებლად აღსრულდება.

თუმცა, ეს სარგებლის გარეშე არ მომხდარა: პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი/ სახელმწიფო და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს”, – ამბობს პოდოლიაკი.

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე ხნის წინ აჯანყება შეაჩერა.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებაზე: „ეს ზურგში დანაა.. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ“

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები