დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) აცხადებს, რომ უარს ამბობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მთავარეპისკოპოსი უთანასწორობასა და უსამართლობაზე საუბრობს, ახსენებს 18 მილიონიან ჯარიმას დემონსტრანტებისთვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება განსაკუთრებული არ არის, არამედ საჭიროდ მიაჩნია.
„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!
“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, – წერს მეუფე ზენონი.