უბედური შემთხვევა თბილისში. ხილიანზე, იოსელიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-15 სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი სარეცხს ფენდა. ცნობილია, რომ ქალბატონი შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფოს ბრიგადას შუახნის ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარს არ ჰყავს უშუალოდ თვითმხილველები. იოსელიანის 39-ში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
