ბრიტანულმა მაღაზიათა ქსელმა John Lewis საშობაო რეკლამა წარმოადგინა. კამპანიაში 7 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ვიდეოს მთავარი გმირები მარტოხელა მოხუცი და პატარა გოგონა არიან, რომელიც მთვარეზე მცხოვრებ მოხუცს გადაწყვეტს საჩუქარი გაუკეთოს. კამპანიის მიზანია – მოიძიოს თანხები საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის Age UK და John Lewis-ის კლიენტებს მოუწოდონ დაეხმარონ იმ მოხუცებს, რომლებსაც ახალი წლის შეხვედრა მარტოობაში უწვეთ.
2014 წელს John Lewis -ის კამპანიის მთავარი პერსონაჟები ბიჭუნა და პინგვინი იყვნენ. გამოსვლიდან პირველივე კვირას მაშინ რგოლმა youtube-ზე 22 მილიონი ნახვა მოაგროვა.
https://www.youtube.com/watch?v=wuz2ILq4UeA