LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულო ფორმაში გამოწყობილი ნიკი მინაჟი ყურადღების ცენტრში მოხვდა

99

ეპატაჟური და უჩვეულო სტილის მქონე ნიკი მინაჟი, მოულოდნელად მოხვდა ლონდონელების ყურადღების ცენტრში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 34 წლის მუსიკოსი ქალაქის მთავარ ხიდზე ახალ მუსიკალურ კლიპს იღებდა, გამვლელების ინტერესი კი მისმა ვიზუალმა მიიქცია.

მინაჟს თავზე ვერცხლისფერი თავსაბურავი ეკეთა თმის იმიტაციით, შავი მოკლე კაბა, რომლზეც გამჭვირვალე ბადე ჰქონდა ჩამოცმული, ხოლო ფეხზე „ალექსანდრ მაკქუინის“ მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა.

მოგვიანებით რამდენიმე მათგანი თავად ნიკიმაც გააზიარა საკუთარ „ინსტაგრამზე და დააწერა: „ლონდონი ჩემი მეორე სახლია! მაგრამ აქ ძალიან ცივა!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები