კიმ კარდაშიანი ამჯერად იტალიას ესტუმრა, სადაც რომის თეატრში გამართული „ტრავიატას“ პრემიერას დაესწრო. სპექტაკლი სოფია კოპოლამ დადგა და მის სანახავად უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. წელს თეატრის დირექციამ გადაწყვიტა თაეტრალური ხელოვნება მოდასთან გააერთიანოს და კოსტიუმები ვალენტინოს მოდის სახლს შეუკვეთა. თავის მხრივ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი რომში დიზაინერის დაბადების დღეზე ჩავიდნენ.
პრემიერაზე კიმ კარდაშიანი ულამაზესი თეთრი კაბით გამოცხადდა. მას თან ახლდა სმოკინგში გამოწყობილი კანიე უესტიც. წყვილის ხილვა ასეთ ელეგანტურ ანსამბლში დიდი იშვიათობაა. პრემიერას ასევე ესწრებოდნენ კირა ნაითლი, ელიზაბეტ ჰარლი და მონიკა ბელუჩი.