LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები ქართულ მიწას გამონაკლის შემთხვევებშიც ვეღარ შეიძენენ

113

უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სავარაუდოდ, გამონაკლის შემთხვევებშიც, არ შეეძლებათ. როგორც გადაცემა „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა განუცხადეს, დეპუტატებმა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში აქამდე იყო დარეგისტირებული, უკან გაიწვიეს და ახალ, კიდევ უფრო გამკაცრებულ მიდგომაზე მუშაობენ.

“კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიხედვით, უცხოელის მიერ დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ გამონაკლის შემთხვევაში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეძინა, მაგრამ ახალი ვარიანტით ვფიქრობთ, რომ ასეთი დაშვებაც აღარ იქნება. ჩვენ მხოლოდ გრძელვადიან იჯარას განვიხილავთ”, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გელა სამხარაულმა.

აღნიშნული ინფორმაცია ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ორგანულ კანონს პარლამენტი სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g