LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი იმპორტიორებისთვის ქართულ პროდუქტებზე წვდომა გამარტივდა

50
jj

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით,

www.tradewithgeorgia.com პლატფორმის ახალი ფუნქციონალით, ექსპორტიორები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ სააგენტოს სერვისებით სარგებლობას.

ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ქართველ მეწარმეებს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საერთაშორისო პოტენციურ პარტნიორებისთვის საკუთარი პროდუქციის/სერვისის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ, დაემატა კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების ფუნქციონალი საერთაშორისო გამოფენებისთვის, რაც გულისხმობს კომპანიების შერჩევას სრულად ავტომატიზირებულ რეჟიმში. შესაბამისად, ნებისმიერი კონკურსი სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო ღონისძიებებში, ქართული კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებით, განხორციელდება განახლებულ პლატფორმაზე.

საიტის მიზანია ქართული ნაწარმით და სერვისით დაინტერესებული პირებისთვის (უცხოელი იმპორტიორები, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და .) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

შეგახსენებთ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g