ირინა შეიკი, რომელმაც რიოს კარნავალში მიიღო მონაწილეობა, კვლავ ბრაზილიაში იმყოფება. 39 წლის მოდელმა გვაჩვენა, თუ როგორ ატარებს დასვენების დღეებს რიოში. მან „ინსტაგრამზე“ მრავალფეროვანი ფოტოების სერია გაავრცელა. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ მისი უცნაური ავანგარდული შავი საცურაო კოსტიუმი.
მედიის ცნობით, შეიკმა და ტომ ბრედიმ რომანი გასული წლის ბოლოს აღადგინეს და ბრაზილიაშიც ერთად იმყოფებიან.
ვიდეო: „რიოს დედოფალი“ – ირინა შეიკმა კარნავალში მიიღო მონაწილეობა და დაუვიწყარი კადრები გაგვიზიარა
ირინა შეიკმა და ტომ ბრედიმ რომანი განაახლეს – ახალი დეტალები