LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 44 წელი გაატარა და რეკორდული კომპენსაცია მიიღო

165
Ronnie-Long-wrongful-rape-1-1

აშშ-ს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 25 მილიონი დოლარი გადაუხადონ უსამართლოდ გასამართლებულ მამაკაცს, რომელმაც ციხეში 44 წელი გაატარა. ამის შესახებ Fox News წერს.

აფროამერიკელი რონი ლონგი, რომელიც ამჟამად 68 წლისაა, 1976 წელს სექსუალური ძალადობის მუხლით გაასამართლეს და ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რონის ბრალს დებდნენ იმაში, რომ ის 54 წლის სარა ჯადსონ ბოსტის სახლში შეიჭრა, ქალი გაძარცვა და იძალადა კიდეც.

2020 წელს საქმის გამოძიება თავიდან დაიწყეს. სასამართლომ მამაკაცის გათავისუფლების გადაწყვეტილება მალევე მიიღო. იანვრის თვეში კი უდანაშაულოს რეკორდული კომპენსაცია გადაუხადეს, ამ ოდენობის თანხა ჩრდილოეთ კაროლინაში აქამდე არავისთვის მიუციათ.

განმეორებითი სასამართლოს დროს დადგინდა, რომ დაზარალებულის სახლში ნაპოვნი 40 თითის ანაბეჭდიდან ეჭვმიტანილს არც ერთი ეკუთვნოდა. გარდა ამისა, არც დნმ-ის ანალიზი ემთხვეოდა. თანაც იმ დროს პოლიციის შერიფმა შესაძლო დამნაშავეთა სია მხოლოდ შავკანიან მოქალაქეებისგან შეადგინა.

„ვერანაირი თანხა ვერ აუნაზღაურებს რონის იმას, რაც დაკარგა. თუმცა, ეს მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,“ – განაცხადა ამერიკელის ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები