LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდესი ალბათობით, ხვალ 2%-იან ბარიერს კენჭისყრის დროს არ შევეხებით: მამუკა მდინარაძე

73
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესსა და ცვლილების სხვა მუხლებს განიხილავენ, რომელიც 2%-იან ბარიერს და ფრაქციის 4 წევრით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, თუმცა, მისი თქმით, ბარიერის საკითხს, არ შეეხებიან.

„არ დაგიმალავთ, რომ ბარიერის 2%-მდე დაწევაზე დღესაც იყო მსჯელობა. ლიდერების მხრიდან იყო არგუმენტები, რომ ეს არის შეთანხმების საგანი. ვერავინ დაუშლის ვერც ერთ დეპუტატს, რომ სხდომაზე ამაზე იმსჯელოს, თუმცა უდიდესი ალბათობით ხვალ ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ კენჭისყრის დროს არ შევეხებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

საპარლამენტო სესია პლენარული სხდომით ხვალ, 7 ოქტომბერს გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g