LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდესი გერმანული გაზეთის მთავარი რედაქტორი ხელოვნური ინტელექტი გახდება. თან დამატებით 200-მდე პოზიციასაც შეითავსებს

126
Capture

გერმანიის უდიდესი გაზეთის Bild-ის რედაქციას ამიერიდან ხელოვნური ინტელექტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გარდა მთავარი რედაქტორის ფუნქციისა, ხელოვნური ინტელექტი რედაქტორების, კორექტორების, მდივნების და ფოტო რედაქტორების მოვალეობებსაც თავის თავზე აიღებს.

გაზეთის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჟურნალისტებს მეტ დროს და შესაბამისად მეტი კრეატივის გამოვლენის საშუალებას მისცემს.

საინტერესო პროექტისთვის მზადება 2024 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.
ამასობაში პორტუგალიაში 112-ის ზარებს ჩატ-ბოტი უპასუხებს, ხოლო გერმანიაში ხელოვნური ინტელექტი საეკლესიო წირვებს უძღვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები