”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს.
უძილაური გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომ “ნაციონალების ნდობა არ შეიძლება”.
“ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:
ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად ნაციონალური მოძრაობაა, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ”, – წერს გიორგი უძილაური
მგავსი პოსტი დაიწერა ბიძინა ივანიშვილის გვერდიდანაც:
ნიკა გვარამიამ, დღეს სანდო წყაროზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გვარამიამ უძილაურის ამ პოსტსაც უპასუხა: