LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი – ანა გაგუა

176
5ebad103ed319

“უძრავი ქონების ბაზარზე ფასების 5%-10%-იან შემცირება მოსალოდნელია“,- ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში AREA.GE -ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო სექტორის სტიმულირებას ითვალისწინებს, სწორი გადაწყვეტილებაა და აღნიშნული პაკეტი დადებითად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე.

„მთავრობის გეგმა საკმაოდ დადებითად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე. ტრანზაქციების 40 პროცენტი სწორედ იპოთეკური სესხებით ფინანსდება და თუ ამაში მთავრობაც მიიღებს მონაწილეობას და ამავდროულად მომხმარებლისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება იპოთეკური სესხები, ბევრად უფრო გამარტივდება ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა. ვფიქრობ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიზნესის მხარდაჭერის და წახალისებისთვის“-აღნიშნა ანა გაგუამ.

მისი პროგნოზით, უძრავი ქონებაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია ფასების შემცირება, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება იყოს 5%-დან 10%-ის ჩათვლით“,-განაცხადა ანა გაგუამ.

მთავრობა მოქალაქეებს აძლევს სტიმულს, რომ აიღონ იპოთეკური სესხები და თან არ ვიცით ხვალ რა იქნება – გიორგი კეპულაძე 

საქართველოს მთავრობამ დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭრის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

გეგმის მიხედვით, ყველას ვინც საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, მთავრობა საპროცენტო განაკვეთს 5 წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს. სესხის ზედა ზღვარი 200,000 ლარით განისაზღვრა. მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს, განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი ასცდება 5%-ს.

სახელმწიფო ასევე გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე.  გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g